ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მობილობისთვის ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (პოლონეთი).

_____________________________________________________________________________

საუნივერსიტეტო და საკონკურსო პროცედურების ადმინისტრირების წესები და ხშირად დასმული შეკითხვები:

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული რეგულაციები იხილეთ ბმულზე;
  • გაცვლითი პროგრამის ადმინისტრირების წესები და პროცედურები სტუდენტებისთვის იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე
  • ხშირად დასმული კითხვები: FAQ
_____________________________________________________________________________

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს მაგისტრატურის საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).
_____________________________________________________________________________


განაცხადის წარდგენა:

  • განაცხადების მიღებას აწარმოებს ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, შესაბამისად, განაცხადის წარდგენა მხოლოდ მათ ელექტრონულ პლატფორმაზეა საჭირო;
  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  • ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელფოსტის მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

ელექტრონული განაცხადის შესავსებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პლატფორმაზე: https://erasmusplus.sggw.pl/world-apply/

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2020

_____________________________________________________________________________

COVID-19-თან დაკავშირებული გარემოებების გავლენა სტუდენტის მობილობაზე!

  • 2020/21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამის მასპინძელ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამის რეგულაციებზე;
  • ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მასპინძელმა უნივერსიტეტმა მშობლიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებით შესაძლებელია გააუქმოს ან გადაავადოს მობილობის განხორციელება მომდევნო სემესტრისათვის.
_____________________________________________________________________________


ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

_____________________________________________________________________________


დეტალური საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ინდივიდუალური საინფორმაციო ბროშურა:

ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი

=============================
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა:erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367

 

ბანერები