ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დედოფალ იადვიგას ფონდის სტიპენდია დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის

ახალი ამბები

დედოფალ იადვიგას ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებიდან მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის კვლევითი საქმიანობის დაფინანსებას კრაკოვში, იაგელონიის უნივერსიტეტში, აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.

სტიპენდიის ოდენობაა 1500 PLN. სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლითა და ბაზისური ჯანდაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ იაგელონიის უნივერსიტეტის განათლებისა და სტუდენტურ საქმეთა მხარდაჭერის ცენტრში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://stypendia.uj.edu.pl/wlasne-fundusze/krolowej-jadwigi 

ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მისამართზე: fundusze.stypendialne@uj.edu.pl

ბანერები