ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი პროექტები

ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი პროექტები

აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და კულტურული და სტრუქტურული ადაპტაცია (PICASA)

პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების (სომხეთი, საქართველო, ბელორუსია და უკრაინა) უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების აღიარების ხელშეწყობას სტრუქტურული და კულტურული კომპონენტების ინტერნაციონალიზაციის გათვალისწინებით. პროექტის კონკრეტული მიზნები გულისხმობს საერთაშორისო კომპონენტების ინტეგრირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლების, სწავლის და კვლევით ფუნქციებში, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში ახლებური უნარების, დამოკიდებულებებისა და ცოდნის იდენტიფიცირებასა და განვითარებას.

პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი „ინტერნაციონალიზაციის ქსელი“ (Internalization Network - I-Net)

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომელიც ახალ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებსა და კვლევებს ჩაუყრის საფუძველს. პროექტში მონაწილეობენ სომხეთის, ბელარუსიის, ჩეხეთის, საქართველოს, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ინტერრეგიონალური მობილობის დახვეწა და შესაბამისობის, მართებულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა (PAWER)

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერრეგიონალურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო სისტემაში ერთობლივი მიდგომების დანერგვისა და განვითარების საშუალებით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს 4 სხვადასხვა რეგიონის, 8 ქვეყნის 23 პარტნიორი უნივერსიტის მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას.

პროექტის კონკრეტულ მიზნებს წარმოადგენს: კრედიტების სისტემის შესწავლა პარტნიორ ქვეყნებში, 111 სტაფის შესაძლებლობების გაუმჯობესებას აკადემიური კურსების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში 1 კვირიანი ტრენინგების ჩატარების საშუალებით, კრედიტების მინიჭების, სწავლის შედეგებისა და კომპონენტების ერთობლივი მეთოდოლოგიის შემუშავება-შედარებას ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, კრედიტების აღიარებისა და შეფასების გადატანის მიდგომების განვითარება-დაკვირვებას ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე, კრედიტ მობილობის პროგრამისა და ინტერ-ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების განხორციელებით. გარდა ამისა, შესაბამისი დისემინაციის სტრატეგიებისა და ტექნიკების შემუშავებას და მიღებას.

პროექტის კოორდინატორია ლ’აკვილას უნივერსიტეტი (იტალია).

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 

ბანერები