ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აქტივობები

აქტივობები

2014 წელს საერთაშორისო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებში. ისინი შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს უზიარებდნენ გამოცდილებას და პასუხობდნენ შეკითხვებს.

კლუბის წევრები დოკუმენტების შეგროვებისა და აპლიკაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში ონლაინ-კონსულტაციებით, ელფოსტის და Facebook-გვერდის მეშვეობით ეხმარებოდნენ სტუდენტებს.

2014 წლის 6 ოქტომბერს საერთაშორისო კლუბი მონაწილეობდა ილიაუნის სტუდენტური კლუბების ფორუმში.  

2013-2014 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოსულ რამდენიმე უცხოელ სტუდენტთან ერთად ერაზმუს მუნდუსის კლუბმა დაგეგმა რამდენიმე გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება - გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და პიკნიკი თბილისის ზღვაზე.  

ბანერები