ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო კლუბი

საერთაშორისო კლუბი

ილიაუნის საერთაშორისო კლუბი დაარსდა 2013 წლის დეკემბერში. კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილეებისათვის, უნივერსიტეტში სასწავლებლად ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გეგმავს და ახორციელებს შემეცნებით/გასართობ ღონისძიებებს.

კლუბი უზრუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას სხვადასხვა სახის ღონისძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს:

  • თანამშრომლობის ქსელის შექმნას სხვადასხვა უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს შორის;
  • საზღვარგარეთ სწავლისას მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
  •  საინტერესო ღონისძიებების დაგეგმვას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

კლუბი ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით უზრუნველყოფს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.

კლუბი ასევე ორგანიზებას უწევს ტუტორების ჯგუფის შექმნას, რომელიც ჩართულია  უცხოელი სტუდენტებისთვის საყოფაცხოვრებო საკითხების გამარტივების საქმეში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: isuerasmusclub@iliauni.edu.ge
Facebook: https://www.facebook.com/pages/Erasmus-Mundus-Club/449533981842554

საერთაშორისო კლუბის პრეზენტაცია იხილეთ აქ.

ბანერები