ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

კონკურსი ბიზნესის ადმინისტირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (ავსტრია) ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას.

ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაციები:

  • Master of Business Administration

           ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Master of Arts in International Business

           ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

ავსტრიული პროგრამის სპეციალიზაცია:

  • მარკეტინგი და მომხმარებელთან ურთიერთობები

სტრუქტურა:

  • I, III, IV სემესტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • II სემესტრი (თებერვალი 2019-ივნისი 2019) – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

დაფინანსება:

თანამშრომლობის ფარგლებში სრულად დაფინანსდება (მგზავრობა, სტიპენდია) კანდიდატების ერთსემესტრიანი მობილობა ავსტრიულ უნივერსიტეტში.

წინაპირობები:

ორმაგი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

  • ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და დაგროვებული ჰქონდეს კრედიტები შემდეგ სასწავლო დარგებში:
    • მენეჯმენტი/ბიზნესის ადმინისტრირება/ეკონომიკა (14 ECTS);
    • იურიდიული/სამართლებრივი მეცნიერებები (6 ECTS);
    • ინგლისური ენა (8 ECTS) ან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (C1).
  • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატაროს სწავლის მეორე სემესტრი და დააგროვოს 28 კრედიტი, რაც აღიარებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნათა დაკმაყოფილებად;
  • გაიაროს ორი საერთაშორისო კომუნიკაციის კურსი (10 ECTS), მათ შორის ერთი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში (4 ECTS), ხოლო მეორე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (6 ECTS).*

*შენიშვნა: ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომუნიკაციის კურსები არ შედის პროგრამულ 120 კრედიტში და განსაზღვრულია როგორც კურიკულუმს გარეთ შეთავაზებული სასწავლო კომპონენტები. თუმცა მათი გავლა სავალდებულოა ორმაგი კვალიფიკაციის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, 28 ოქტომბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ სემესტრში არ უნდა გაიარონ კურსი Leadership;
  • იმ კანდიდატებს, რომელთაც არ აქვთ ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (კურსის გავლის დამადასტურებელი ცნობა მინ. 8 კრედიტით, ან საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ილიაუნის ინსტიტუციურ ტესტში მიღებული შეფასება 6.5-დან ზევით), შევთავაზებთ დამატებით გამოცდას.

ვისაც სურს დამატებით ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი, გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი ელფოსტით (business@iliauni.edu.ge) 15 ოქტომბრამდე.

შერჩევის პროცედურა:

  1.  სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2.  ინტერვიუ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  3.  საბოლოო შერჩევა – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ: business@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები