ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2020/21 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ გაცვლითი პროგრამა 2020/21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა
2020/21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის.
_____________________________________________________________________________________

  • ზოგადი ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე;
  • შიდა საუნივერსიტეტო წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის საუნივერსიტეტო პროცედურების ადმინისტრირების წესი იხილეთ ბმულზე. 

_____________________________________________________________________________________

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და ირიცხებოდეს რელევანტურ საფეხურზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (განაცხადის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფეხურზე, რომელზეც კანდიდატი ირიცხება კონკურსის მიმდინარეობისას);
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს დასრულებული უნდა ჰქონდეს მინ. 60 კრედიტი;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული  Erasmus Mundus ან Erasmus+ გრანტი  ანალოგიურ საფეხურზე;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების Erasmus Mundus ან/და Erasmus+ გაცვლით პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი მობილობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს შესაბამის უცხო ენას მინ. B2 დონეზე, რის დასადასტურებლადაც მან კონკურსის პერიოდში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

_____________________________________________________________________________________

განაცხადის წარდგენა:

  • კანდიდატმა განაცხადი კონკურსის ვადის დაცვით უნდა წარმოადგინოს ელექტრონულად;
  •  ელექტრონული განაცხადი უნდა შეივსოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ- ფოსტის  მისამართის გამოყენებით. დაუშვებელია განაცხადის შევსება პირადი ან სხვა პიროვნების ელფოსტის გამოყენებით;
  • განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები. დაუშვებელია კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტების ეტაპობრივად გამოგზავნა. ასეთ შემთხვევაში კანდიდატი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან;
  • სტუდენტს განაცხადის შემოტანა შეუძლია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტისათვის;
  • ელექტრონული განაცხადის ფორმაში მითითებული უნივერსიტეტების მიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს თქვენს პრიორიტეტებს; ნომინირების ეტაპზე აღნიშნული პრიორიტეტები, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.

ელექტრონული განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2uOmJYX.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2020 (18:00 საქართველოს დროით)

_____________________________________________________________________________________

ელექტრონული განაცხადის ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის იხილეთ;
  • მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის იხილეთ;
  • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის იხილეთ.

_____________________________________________________________________________________

 

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში: 

=============================

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, E208 ოთახი
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

 

ბანერები