ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სპორტული სიახლეები

ილიაუნი vs ევროპის უნივერსიტეტი

ღონისძიებები

1-ელ ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება. პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამართავს. 

დასაწყისი: 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: სპორტკოპლექსი „არენა-1“ (უნივერსიტეტის ქ. N2)

გაცნობებთ, რომ ილიაუნი გათამაშების H ჯგუფში ასპარეზობს. მას ევროპის უნივერსიტეტთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის გუნდები უწევენ მეტოქეობას. შემდეგი ეტაპის საგზურს ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

 

ბანერები