ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინსტიტუციური განვითარების პროექტები

ინსტიტუციური განვითარების პროექტები

  • ინტერრეგიონალური მობილობის დახვეწა და შესაბამისობის, მართებულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა (PAWER)

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერრეგიონალურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო სისტემაში ერთობლივი მიდგომების დანერგვისა და განვითარების საშუალებით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს 4 სხვადასხვა რეგიონის, 8 ქვეყნის 23 პარტნიორი უნივერსიტეტის მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას.

პროექტის კონკრეტულ მიზნებს წარმოადგენს: კრედიტების სისტემის შესწავლა პარტნიორ ქვეყნებში, 111 თანამშრომლის შესაძლებლობების გაუმჯობესება აკადემიური კურსების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში 1-კვირიანი ტრენინგების ჩატარებით, კრედიტების მინიჭების, სწავლის შედეგებისა და კომპონენტების ერთობლივი მეთოდოლოგიის შემუშავება-შედარება ქვეყნების გამოცდილების მიხედვით და კრედიტების აღიარებისა - ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე, კრედიტ-მობილობის პროგრამისა და ინტერინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების განხორციელებით. გარდა ამისა, შესაბამისი დისემინაციის სტრატეგიებისა და ტექნიკების შემუშავება და მიღება.

პროექტის კოორდინატორია ლ’აკვილას უნივერსიტეტი (იტალია). 

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას,რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს. პროექტის შედეგად ბენეფიციარ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალი გადამზადდება და შეფასების ახლებური მექანიზმები ჩაშენდება სასწავლო პროგრამებში.

(Erasmus+ CBHE project # 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) 

  

პროექტის  მთავარი მიზანი:

პროექტის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესება ევროკომისიის განათლებისა და მომზადების 2020 მიზნების (ET 2020 Objectives) შესაბამისად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების მეთოდების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებას ტექნოლოგიებისა და კვლევის ინტეგრაციის მხარდაჭერით გზით.

პროექტის მთავარი აქტივობებია:

  • აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრების ჩამოყალიბება და გაძლიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრების ინფრასტრუქტურული გაძლიერება და ინოვაციური მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და დანერგვა.
  • პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის გადამზადება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური პერსონალისა და ტრენერების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინოვაციური უნარების და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება.
  • სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის ჩამოყალიბება: აღნიშნულ აკადემიაში გაწევრიანდება მასწავლებელთა საერთაშორისო საზოგადოება, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თავისუფლად წვდომა ექნებათ ღია საგანმანათლებლო რესურსებზე და შეძლებენ მათ გაზიარებას სწავლისა და სწავლების პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით.

ევროპელი პარტნიორები:

  • ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია)
  • ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
  • პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
  • ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი)
  • გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი - FH Joanneum (ავსტრია)

ბენეფიციარი უნივერსიტეტები:

  • ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (სომხეთი)
  • ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
  • ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსია)
  • ბრესტის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (ბელარუსია)
  • გროდნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსია)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამთავრობო და ასოცირებული პარტნიორები:

  • უმაღლესი განათლების სტრატეგიული კვლევის ეროვნული ცენტრი (ბელარუსია)

პროექტის კოორდინატორი : არმენ ბადაგიანი printel@ysu.am

პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმულიwww.PRINTeL.am

CURE მოიცავს ინოვაციური კურსების მრავალმხრივ პროგრამებს, სწავლებისა და სწავლის ICT მეთოდებს, სემინარებსა და საქმიანობებს, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მომზადებისადა გადამზადების პროგრამების განვითარებას. CURE ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სტუდენტური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას, ქმნის სამოქალაქო კლუბებს / ცენტრებსუმაღლეს სასწავლებლებში + სკოლებში და არაფორმალური სწავლების სხვა მიმართულებებით პროექტის ჩარჩოში. CURE აერთიანებს ფაკულტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს + ლიდერებს, რომლებიცცვლილებების აგენტები გახდებიან სკოლებისა და თემების მუშაობისთვის.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია: სამოქალაქო განათლება და ინოვაციური სწავლის მეთოდების შემუშავების კარგი პრაქტიკის დანერგვა, დინამიური პროგრამისა და სტრატეგიის შემუშავება და განვითარება. ეს ხელს უწყობს სასწავლო პროცესს ისრაელისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მოდელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ასევე მოიცავსხარისხის შეფასებას აკადემიური განვითარების პროგრამაში, მათ შორის ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვისას. თითოეული პარტნიორი უსდ არანაკლებ 4 კურსის პილოტირებას განახორციელებს და ევროკავშირის 3 უმაღლესი სასწავლებელი თავის ქვეყანაში უმასპინძლებს 1ან 2 კურსის წაკითხვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 6-დან 8 სტუდენტამდე. ისინი ისარგებლებენ საუნივერსიტეტოკამპუსებით, ფაკულტეტებისა და მასწავლებელთა ტრენინგ- სემინარებით, რომლებიც ასევე მოიცავს ინოვაციური სწავლების მეთოდებსაც.

კოორდინატორი: გორდონის  აკადემიური განათლების კოლეჯი 

პროექტის Educational for Drone (eDrone) ძირითადი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დრონების ეფექტური სწავლების დანერგვა, რაც ადვილად მიიღწევა პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. პროექტის ფარგლებში მასში ჩართული ქვეყნები გაუზიარებენ გამოცდილებას, მიღწევებსა და ცოდნას პარტნიორ უნივერსიტეტებს.

პროექტის კოორდინატორი: სანიოს უნივერსიტეტი (იტალია)

2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა.

პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გახდნენ მთავარი მოთამაშეები მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის აქტივობა მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია:

სამაგისტრო საფეხურზე მედიაციის მოდულისა და სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება;
მედიაციის ფედერაციის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის სკოლა ლიდერია ბოლო კომპონენტში და კოორდინაციას უწევს პარტნიორ ქვეყნებში მსგავსი ფედერაციების ჩამოყალიბებას.

პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების გამართვას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიატორთა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სისტემის შექმნას, სტუდენტთა სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში და ა. შ.

პროექტის კოორდინატორია ნიდერლანდების ბიზნესის აკადემია (ნიდერლანდების სამეფო)

პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს სამაგისტრო კურსების ხარისხის გაუმჯობესება სომხეთსა და საქართველოში. გარემოსდაცვითი სფეროს სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სასწავლო გეგმების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EAU- ს) სალზბურგის პრინციპების დაცვით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის. კურიკულუმის განვითარება ეფუძნება ევროპაში სამიზნე ქვეყნებსა და მათ ფარგლებს გარეთ მიღებულ საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს, და მოიცავს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე საგანმანათლებლო ინოვაციებს. ყურადღება გამახვილდება  კურსდამთავრებულთა განათლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. საუნივერსიტეტო-საზოგადოება-ინდუსტრიული კავშირები  მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ კურსდამთავრებულთა კარგი დასაქმების უზრუნველსაყოფად.  იმისათვის, რომ  გააძლიეროს უნივერსიტეტებში არსებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კუსები პროექტი შეიმუშავებს  დისტანციური სწავლების კურსებს რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თანამედროვე საგანმანათლებო და კვლევით გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან (ERLEP).  ლაბორატორიასთან დაკავშირებული დისტანციური სწავლების კურსები გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მრავალი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის დარგში დაგროვებული ცოდნის ათვისებას და გავრცელებას.

პროექტის ერთ-ერთი ოპერატიული მიზანი არის ახალი და გაუმჯობესებული  სამაგისტრო კურსების სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომზადება აკრედიტაციისათვის. ყველა მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში შესაბამისი  სამაგისტრო კურსების სასწავლო გეგმის მოდერნიზაციის დანერგვა.

პროექტის კოორდინატორია: ტუსკიას უნივერსიტეტი - იტალია

სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით (LoveDistance) 

პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა არსებულ პროგრამებზე სტუდენტების ჩართულობა გაიზარდოს. ზრდა. 

პროექტის სპეციფიკური მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებაში; ხელი შეუწყოს პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ მომზადებას, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადება უშუალოდ დისტანციური სწავლების მიმართულებით; მოამზადოს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამშრომელები, რომლებიც მოგვიანებით დახმარებას აღმოუჩენე ნაკადემიურ თანამშრომლებს; გაზარდოს ცნობადობა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებიდან; რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები). 

პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units - HERD

პროექტი 2019 წლიდან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი.

პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია და მისი ძირითადი მიზანია წევრი უნიევრსიტეტების კვლევითი სამსახურების (საშტატო ერთეულების) დაარსება/განახლება, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, უნდა განხორციელდეს შემდეგი პუნქტები:

  • ერთობლივი კვლევითი პლატფორმის დაარსება;
  • კვლევითი ინტერნეტპორტალის შექმნა;
  • კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის;
  • წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

პროექტის კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი (თსუ)

ბანერები