ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში.  

ტრანსდისციპლინური ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-ავგუსტის სახელობის გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) საერთო პროექტია, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელ 12 დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.

ფოლკსვაგენის ფონდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფენ პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას და პროექტის თითოეული მონაწილე მიიღებს სრულ დაფინანსებას.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 9 მარტი, 12:00 p.m. საქართველოს დროით (GET).

განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელფოსტაზე: doctoralschool@iliauni.edu.ge კონკურსის ვადის დასრულებამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ''International Doctoral Programme''.

იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, ინგლისური ენის გამოცდა ჩაუტარდებათ 2018 წლის 10 მარტს.

ინფორმაცია გამოცდის დროისა და აუდიტორიის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 8 მარტისა

ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია 65 ქულა. 

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2018 წლის 11 მარტს.

ინგლისური ენის გამოცდასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადება მიიღება 2018 წლის 12 მარტის 18:00 საათამდე უნივერსიტეტის ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge ან განაცხადით უნივერსიტეტის კანცელარიაში ( მის.: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2018 წლის 13 მარტს.

კონკურის ფარგლებში შემოთავაზებული მიმართულებების, პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.

1. ზოგადი ენათმეცნიერება / სააპლიკაციო ფორმა 
2. გამოყენებითი ენათმეცნიერება სააპლიკაციო ფორმა 
3. აღმოსავლეთ ევროპის ისტორია / სააპლიკაციო ფორმა 
4. რელიგიური და კულტურული კვლევები / სააპლიკაციო ფორმა 
5. პოლიტოლოგია / სააპლიკაციო ფორმა 
6. ტყის ეკოლოგია / სააპლიკაციო ფორმა 
7. კოსმოლოგია / სააპლიკაციო ფორმა 
8. გეოფიზიკა და ასტროფიზიკა / სააპლიკაციო ფორმა 
9. ქიმიური ბიოლოგია / სააპლიკაციო ფორმა 
10. განვითარების ეკონომიკა / სააპლიკაციო ფორმა 
11. კონსტიტუციონალიზმი / სააპლიკაციო ფორმა 

საკონტაქტო ინფორმაცია: doctoralschool@iliauni.edu.ge

 

ბანერები