ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მონაწილეთა რეგისტრაცია

სამეცნიერო პიკნიკი 2019 - მონაწილეთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019 წლის 28 სექტემბერს ვაკის პარკში დაგეგმილ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველთათვის.

არ გამოტოვო შესაძლებლობა, გახდე ღონისძიების მონაწილე!

სამეცნიერო პიკნიკი წელსაც აგრძელებს გაერთიანებული ერების 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებული პროექტის „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“ თანადგომას და ღონისძიებით მოიცავს მდგრადი განვითარების 17 მიზანს (აღნიშნული პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.ungeorgia.ge ), ასევე კვლავ აქტუალურ თემად რჩება სამეცნიერო სახალისო ექსპერიმენტები და აქტივობები. 

ღონისძიებაში მონაწილეობა, ტრადიციულად, შეეძლებათ სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამთავრობო უწყებებსა და მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულ სხვა ინსტიტუციებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:   https://forms.gle/g9XTJBNdCJNysrEQA

რეგისტრაცია დასრულებულია. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:  28.06.2019

სამეცნიერო პიკნიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს http://sciencepicnic.ge/.


 საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები: ნატო სამხარაძე, ნინო აღაჯანაშვილი

ტელ.: 577 96 25 10

           577 07 60 97

ბანერები