ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხალისეთა რეგისტრაცია

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018 – მოხალისეთა რეგისტრაცია

ახალი ამბები

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში გამართული პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ ჩატარდება.

2018 წლის 29 სექტემბერს ღონისძიება განსხვავებული ფორმატითა და აქტივობებით იგეგმება. კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკით გვსურს, შევუერთდეთ გაერთიანებული ერების 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებულ პროექტს „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომელიც მოიცავს მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას დაანახოს მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა. მიახვედროს, რომ ყოველდღიურ საჭიროებათა დაკმაყოფილებისთვის ხვალინდელი დღე საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს.

იმისთვის, რომ მომავალი 15 წლის განმავლობაში მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდეს, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი სამყაროს დაცვასა და განვითარებაში.

სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას. მოგეცემათ საშუალება, გაეცნოთ საინტერესო სამეცნიერო სიახლეებს და შეუერთდეთ კომპანიების სხვადასხვა აქტივობას, ამგვარად, თავად მიიღოთ მონაწილეობა სამყაროს გაუმჯობესებაში.

მოხალისედ დასარეგისტრირებლად გთხოვთ, შეავსოთ ძალიან მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: არეგისტრაციო ფორმა 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 ივლისი 

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით ორგანიზატორები შესაფერის საქმეს შემოგთავაზებენ. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესის მქონე ადამიანები.

თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია!

დამატებითი შეკითხვების არსებობისას გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელმისამართზე: sciencepicnic@iliauni.edu.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და ველით თქვენს აქტიურობას!

ბანერები