ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ვორკშოპი შედარებითი გეომეტრიის შესწავლის მარტივი ტექნიკების შესახებ

ახალი ამბები

2 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მათემატიკის კლუბებისათვის გაიმართა ვორკშოპი შედარებითი გეომეტრიის შესწავლის მარტივი ტექნიკების შესახებ.

ვორკშოპს უძღვებოდნენ დოქტორი ანა რუბაკი (University of Bialystok) და ისტვან ლენარტი (ELTE University).

წარმოდგენილი იყო ორი საგანმანათლებლო პროექტი:

  • ექსპერიმენტები ქაღალდზე 
  • ექსპერიმენტები ფორთოხლის ქერქზე

ვორკშოპის მონაწილეებს ერთმანეთისთვის უნდა შეედარებინათ ორი ტიპის გეომეტრია და მოეძებნათ კონტრასტი სხვადასხვა გეომეტრიული სისტემების ფუნდამენტურ იდეებს შორის.

ვორკშოპში მონაწილეობდა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების 12-13 წლის 20 მოსწავლე თბილისის 53-ე საჯარო (ხელმძღვ. მარინა ბასილაშვილი) და რუსთავის მე-4 საჯარო სკოლებიდან (ხელმძღვ. ნანა ბერია).

მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ხუთკაციან ჯგუფებად და ასრულებდნენ სხვადასხვა სახალისო პრაქტიკულ სავარჯიშოებს შედარებით გეომეტრიაში.

ფორუმი ტარდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/N1CoRFfLf0pnab3p2

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge

ბანერები