ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგ კურსი: ,,როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი'' – პოლონური გამოცდილების გაზიარება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ფონდ  „ფონდი სკოლა კლასთან" თანამშრომლობის ფარგლებში მასწავლებლებისთვის აცხადებს კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში გაიმართება სამდღიანი ტრენინგ კურსი: „როგორ ვმართოთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი"

ტრენინგს გაუძღვებიან პოლონეთიდან სპეციალურად მოწვეული  ფონდ  „ფონდი სკოლა კლასისა“ და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის  ტრენერები: ალისია ოლეშუკ,  ბარბარა როსტეკი და ჰანა ზიელინსკა.

ვის შეუძლია ტრენინგში მონაწილეობა?

მასწავლებლებს, რომლებიც ახლა ერთვებიან ახალგაზრდა მკვლევართა  კლუბის მუშაობაში ან აღნიშნული მიმართულებით მუშაობის ერთ წელზე ნაკლები გამოცდილება აქვთ.

ტრენინგი მათ საშუალებას მისცემს, გაეცნონ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ეფექტური მართვის მეთოდებს და გაიზიარონ პოლონური გამოცდილება.

როგორ გავხდეთ ტრენინგის მონაწილე?

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა:

 https://goo.gl/forms/88CLrgytLeGT3GmG2

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 22 ივნისი

კონკურსის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 12 აქტიური მასწავლებელი.

ტრენინგი ხორციელდება  პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი  „ფონდი სკოლა კლასთან“.  მისი შინაარსობრივი პარტნიორია „კოპერნიკის სამეცნიერო  ცენტრი“, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია.  სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი

დრო: 30 ივნისი, 1- 2 ივლისი, 09:00-17:00 
ადგილმდებარეობა: E205 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილი გამზირი N3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატო სამხარაძე – პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი
ელფოსტა: [email protected]
ტელ.: 577 96 25 10

მეგი ბიბილური - პროექტის კოორდინატორი პოლონური მხრიდან
ელფოსტა: [email protected]

გისურვებთ წარმატებას !

ბანერები