ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფერადი რძე

ფერადი რძე

მასალა: თეფშები, სხვადასხვა ცხიმიანობის რძე (უცხიმო, ნახევრად ცხიმიანი, ცხიმიანი), წყალი, საჭმელი საღებავი, თხევადი სარეცხი საშუალება, ბამბა

პროცედურა: ერთ თეფშზე დავასხათ წყალი, მეორე თეფშზე - უცხიმო რძე,  მესამეზე - ნახევრად ცხიმიანი და მეოთხეზე  - ცხიმიანი რძე.  დავაწვეთოთ საღებავი თითოეულ  თეფშზე. დავასველოთ ბამბა თხევად სარეცხ საშუალებაში და დავდოთ თითოეულ თეფშზე თანმიმდევრობით. გავაკეთოთ სხვანაირად: რა მოხდება, თუ წყალს პილპილს მოვაყრით? გამოვიყენებთ მცენარეულ (სოიოს, შვრიის ან ბრინჯის) რძეს ძროხის რძის ნაცვლად?  

კითხვები:

  1. რა შენიშნეთ სითხეებში ბამბის ჩადებისას?
  2. რატომ იყო რეაქცია განსხვავებული სხვადასხვა სითხეში?
  3. რა განსხვავებაა ამ სითხეებს შორის?

საკვანძო სიტყვები: ზედაპირის გაჭიმვა, ცხიმის შემადგენლობა

ბანერები