ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეატრალური ხელოვნება: სამსახიობო ხელოვნება

თეატრალური ხელოვნება: სამსახიობო ხელოვნება

პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი წარმოდგენა სამსახიობო ხელოვნების შესახებ; გააცნოს ხელოვნების ამ დარგის სპეციფიკა, თეორიული საფუძვლები, განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები გააღვივოს სტუდენტის შემოქმედებითობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება.

სამსახიობო ხელოვნებაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ცოდნა თეატრალური ხელოვნების ფუნდამენტური თეორიების, პრინციპებისა და კონცეფციების შესახებ;
  • წარმოდგენა თეატრალურ ხელოვნებას, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინურ და მულტიკულტურულ მოვლენის შესახებ;
  • ცეკვის, მეტყველების, სასცენო მოძრაობის, ვოკალის და სასცენო ხელოვნების პირველადი ელემენტების საბაზისო ცოდნა - გამართულად მეტყველების, სიმღერისა და ცეკვის უნარი;
  • ცოდნა სცენაზე ქცევის კულტურის შესახებ;
  • დრამატული მასალის მოქმედებაში გადაყვანის მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • როლის ანალიზისა სპექტაკლის რეჟისორის მიერ დასახული ამოცანის შესრულების უნარი;
  • სცენაზე მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების განსახიერების უნარი;
  • პიესის ფორმისა და სტრუქტურის დადგენის, ასევე სხვადასხვა თეატრალური სტილისა და ჟანრის ამოცნობის უნარი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები