ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ევროპისმცოდნეობა

სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ევროპისმცოდნეობა

პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეუქმნას წარმოდგენა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგისა და მათ შორის ურთიერთმიმართების შესახებ; გააცნოს მას სოციალური მეცნიერებების განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები.

პოლიტიკის მეცნიერებებზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსადამთავრებულს აქვს: 

  • ზოგადი წარმოდგენა პოლიტიკის მეცნიერებების საფუძვლების, ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და მიდგომების, დარგის განვითარების ეტაპების, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ;
  • ზოგადი წარმოდგენა პოლიტიკის საკითხების კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ;
  • ზოგადი წარმოდგენა პოლიტიკის მეცნიერებების სხვა დისციპლინებთან (სოციოლოგია, ფილოსოფია) მიმართების შესახებ.

სოციოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსადამთავრებულს აქვს:

  • ზოგადი წარმოდგენა სოციოლოგიის საფუძვლების, სოციოლოგიის ძირითადი კონცეფციების, თეორიების და მიმდინარეობების, დარგის განვითარების ეტაპების, სოციალური საკითხების შესახებ;
  • ზოგადი წარმოდგენა სოციოლოგიური კვლევის მნიშვნელობის, მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ;
  • ზოგადი წარმოდგენა სოციოლოგიის სხვა დისციპლინებთან (პოლიტოლოგია, ფილოსოფია) მიმართების შესახებ.

ფსიქოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, საგნისა და ამოცანების დახასიათების უნარი;
  • ზოგადი ცოდნა ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგისა და ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ;
  • ზოგადი წარმოდგენა ფსიქოლოგიის ძირითად ცნებების, თეორიულ მიდგომებისა და ემპირიულ აღმოჩენების შესახებ, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროში გამოყენებული ფსიქოტექნიკები ეფუძნება;
  • ცოდნა ფსიქოლოგიური კვლევის ძირითად მეთოდების (დაკვირვება, ექსპერიმენტი, კონტენტ-ანალიზი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი) შესახებ.

ევროპისმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ზოგადი ცოდნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკის, ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ;
  • ზოგადი ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების, ევროპაში მიმდინარე პროცესების, ევროპის კულტურული, სოციალური და ისტორიული ასპექტების შესახებ.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები