ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სკოლამდელი აღზრდა

სკოლამდელი აღზრდა

პროგრამის მიზანია, სტუდენტს გააცნოს უწყვეტი განათლების I საფეხურის – სკოლამდელი აღზრდის – მნიშვნელობა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში; მისცეს ბავშვს სკოლამდელ საფეხურზე სწავლებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ზოგადი ცოდნა და საბაზისო უნარები. 

სკოლამდელ აღზრდაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ზოგადი ცოდნა სკოლამდელ საფეხურზე ბავშვის სწავლასა და განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს განათლების თეორიებისა და მეთოდოლოგიის საფუძვლების, სწავლისა და სწავლების რიგი სტრატეგიებისა და თეორიების, საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურისა და მიზნების, პედაგოგიური ეთიკის, მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებების, ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურული და მულტილინგვური მიდგომებისა და პრინციპების, შეფასების მეთოდების, ფორმებისა და პრინციპების ზოგად ცოდნას;
  • განათლების თეორიებისა და მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი;
  • ინფორმაციის ანალიზისა და დარგობრივი ლიტერატურის წაკითხვა-გაანალიზების უნარი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები