ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტებს აკადემიური ხატვა და ფერწერა, როგორც სახვითი ხელოვნების ფუნდამენტური დარგები, და, ამასთან, ნებისმიერი გამოყენებითი ხელოვნების საფუძვლები. გააცნოს მათ სხვადასხვა სახატავი და ფერწერული მასალის (ფანქარი, ნახშირი, სოუსი, სანგინა, აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებანი, ამ მასალებით მუშაობის ხერხები, ფერწერული და გრაფიკული კომპოზიციის საფუძვლები.
  • შეასწავლოს სტუდენტებს სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნების ერთი, ან რამდენიმე დარგი (შერჩევით), გაარკვიოს ისინი კონკრეტული დარგისთვის დამახასიათებელ კომპოზიციურ თავისებურებებში, შესაბამისი მასალებით მუშაობის ტექნოლოგიასა და ტექნიკაში.
  • გააღრმავოს სტუდენტის შემოქმედებითი უნარი, აბსტრაქტული აზროვნება და ესთეტიკური გემოვნება, გაზარდოს მისი მხატვრული ოსტატობა.

სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • აკადემიური ხატვის ძირითადი კანონების (კონსტრუქციულისა და პლასტიკურის), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტების, ფორმის აგების ლოგიკისა და სივრცის ორგანიზების ძირითად პრინციპების, სახატავი მასალების ცოდნა.
  • კოლორისტული ფერწერის უმნიშვნელოვანესი კანონების (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალების (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებების ცოდნა.


დაზგურ ფერწერასა და ენკაუსტიკაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • დაზგური ფერწერის კომპოზიციის ძირითადი კანონების, გამომსახველობით ელემენტების (სასურათო სიბრტყე, გეომეტრიული ცენტრი, ჰორიზონტის ხაზი, თავშეყრის წერტილი, ხედვის წერტილი და სხვ.); სხვადასხვა ჟანრის (ნატურმორტი, ინტერიერი, პეიზაჟი, პორტრეტი და სხვ,) დაზგური ფერწერის ნიმუშების კომპოზიციური კანონების ცოდნა;
  •  ნახატის კომპოზიციის გამომსახველობითი ელემენტების, ყველა სახატავი მასალისა (ფანქარი, ნახშირი, სოუსი, ტუში, სანგინა, პასტელი და სხვა) და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციური კანონების ცოდნა;
  • ენკაუსტიკის საღებავების გამოყენების სპეციფიკის ცოდნა;
  • სხვადასხვა ტიპის გრუნტების დამზადების ტექნოლოგიის ცოდნა.


კომპიუტერული დიზაინსა და დაზგურ გრაფიკაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • გრაფიკული და ვექტორული პროგრამების (CorelDRAW, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Flash) ცოდნა;
  • შავ-თეთრი და ფერადი ლინოგრავიურის, მუყაოზე გრავიურის, მონოტიპიის, ქსილოგრაფიის, ოფორტის (მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი) შესრულების პრინციპების ცოდნა;
  • სხვადასხვა ტიპისა და სახეობის პლაკატის, წიგნის გრაფიკის, ქართული და ლათინური შრიფტების გარნიტურის შესრულების წესების ცოდნა.


მხატვრულ ტექსტილსა და ფეხსაცმლის დიზაინზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ფეხსაცმლის დიზაინის კომპოზიციური თავისებურებების ცოდნა;
  • ფეხსაცმლის დიზაინის სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციის (თარგის) შემუშავების წესების ცოდნა;
  •  მხატვრული ტექსტილის დიზაინის სხვადასხვა სახეობის (ბატიკა, თექა, გობელენი, ხალიჩა) და მათი პრაქტიკულად შესრულების ტექნოლოგიური თავისებურებების ცოდნა.


ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვაზე, კერამიკასა და მხატვრული მინის დიზაინზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:  

  • მონუმენტური მოხატვის კომპოზიციის სპეციფიკური პრინციპების მონუმენტური მოხატვისათვის საჭირო მასალების (ტემპერა, მოზაიკა, შამოთი) ცოდნა;
  • კერამიკის ხელოვნების სპეციფიკურ კომპოზიციური კანონებისა (სივრცობრივი აზროვნება, ფუნქციური და კონსტრუქციული გადაწყვეტის ერთიანობა, მასალა და სხვ.) და შესაბამის მასალაში მუშაობის წესების ცოდნა;
  •  მხატვრული მინის დიზაინის სახეობების (მინის სუვენირები, ტიხარი მინაში, მინის დეკორატიული პანო, მინის დეკორატიული ქანდაკება, ტიფანის ტექნიკა, მინის მონუმენტური ფორმები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის) და მათ კომპოზიციურ თავისებურებების, მხატვრული მინის დიზაინის აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო მასალებისა და ამ მასალებით მუშაობის ტექნოლოგიის ცოდნა;
  •  ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კომპოზიციის შესრულების სპეციფიკის ცოდნა კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD.

მოდის დიზაინზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • ტანსაცმლის სხვადასხვა ტიპის საკოლექციო ანსამბლის ესკიზირებისა და შესაბამის მასალაში შესრულების წესების ცოდნა;
  •  ტანსაცმლის კონსტრუირების საფუძვლების ცოდნა.


ხატწერაზე, ხესა და ლითონის მხატვრულ დამუშავებაეზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:  

  •  ლითონის მხატვრული დამუშავებისთვის სხვადასხვა ტიპების ესკიზის შესრულებისა და მასალაში (შავი ლითონების ცხელი და ცივი დამუშავება, ფერადი ლითონების ფურცლოვანი მასალის ჭედურობა, მოდელირება-ჩამოსხმა) განხორციელების წესების ცოდნა;
  •  მართლმადიდებლური ხატისა და ფრესკის შესრულებისთვის საჭირო კანონიკისა და დოგმების ცოდნა;
  • ხის მხატვრული დამუშავების კომპოზიციური თავისებურებების და დეკორატიული ნიმუშების შესრულების წესების ცოდნა;
  • ნაგებობების აზომვისა და პროექტირების წესების ცოდნა კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD.

საიუველირო ხელოვნებაზე (ოქრომჭედლობა და მინანქარი) კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:  

  • ძვირფასი ლითონების სინჯების, საოქრომჭედლო იარაღების, სხვადასხვა ტიპის საიუველირო ნაკეთობისთვის ესკიზის შესრულების წესების ცოდნა;
  •  მინანქრის ხელოვნების ნებისმიერი სახეობის ნამუშევრის პრაქტიკულად შესრულების ტექნოლოგიურ წესების ცოდნა.
  • მცირე პლასტიკის ნამუშევრისთვის სხვადასხვა ტიპის ესკიზის შესრულების პრინციპების, საჭირო მასალებისა და იარაღის გამოყენების წესების ცოდნა.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები