ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია, ეკოლოგია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია, ეკოლოგია

პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეუქმნას წარმოდგენა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგისა და მათ შორის ურთიერთმიმართების შესახებ; მისცეს ფართო ცოდნა ბიოლოგიის ზოგიერთი ასპექტის შესახებ; გააცნოს ცოცხალი ორგანიზმის არსებობისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები; მისცეს ზოგადი ცოდნა ეკოლოგიაში და გააცნოს მას ზოგადი ეკოლოგიური კანონზომიერებები, პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე კონცენტრირების შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • წარმოდგენა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგისა და მათ შორის ურთიერთმიმართების შესახებ; 
  • ფართო ცოდნა ბიოლოგიის ზოგიერთი ასპექტის შესახებ; 
  • ცოდნა ცოცხალი ორგანიზმის არსებობისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპების შესახებ; 
  • ზოგადი ცოდნა ზოგადი ეკოლოგიური კანონზომიერებებისა და პრობლემების შესახებ;
  • ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის უნარი.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები