ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები

ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ჰუმანიტარული მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობები: ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია)

პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტს ერთ-ერთი ევროპული ან აღმოსავლური ენა და მისი აგებულება საშუალო დონეზე და შეუქმნას მას ზოგადი წარმოდგენა შესაბამისი ქვეყნის საზოგადოებაზე, ისტორიაზე, ფასეულობებზე, კულტურასა და ლიტერატურაზე. მისცეს ზოგადი ცოდნა ლიტერატურული და ლინგვისტური თეორიების შესახებ და გამოუმუშავოს მას ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი.
  • მისცეს სტუდენტს ზოგადი ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნების ისტორიის, საქართველოსა და მსოფლიო კინოს, ენათმეცნიერების, ქართული ფილოლოგიისა და ლიტერატურათმცოდნეობის უმნიშვნელოვანესი ასპექტების, თეორიებისა და ძირითადი პრინციპების შესახებ;
  • განუვითაროს ისტორიული მოვლენის, პერიოდის ან ეპოქის კრიტიკული ანალიზის და კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის უნარი; მისცეს სტუდენტს ზოგადი ცოდნა მსოფლიოს და საქართველოს არქეოლოგიის ყველა ძირითადი პერიოდის შესახებ; გააცნოს სტუდენტს ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგები და თანამედროვე ფორმები.
  • ხელი შეუწყოს სამოქალაქო ცნობიერების, სოციალური ერთიანობის, ნაციონალური, კულტურული და რეგიონული იდენტობის ჩამოყალიბებას, კულტურული და მსოფლმხედველობრივი მრავალფეროვნების გააზრებასა და პატივისცემას.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები