ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიტერატურული კლუბი

ლიტერატურული კლუბი

ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომლის მიზანიც უნივერსიტეტსა და მის ფარგლებს გარეთ ლიტერატურის პოპულარიზაციაა. კლუბი ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე წიგნის სახლ “ლიგამუსში” მართავს შეხვედრებს როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორებთან, ისე მოწვეულ მწერლებთან, პოეტებთან, მთარგმნელებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან.

საჯარო ლექციის ფორმატში მომხსენებელი განიხილავს და ახლებურად იაზრებს კონკრეტულ ლიტერატურულ ნაწარმოებს. დროდადრო ფორმატი იცვლება და იმართება ახლადგამოსული წიგნების პრეზენტაციები. ლიტერატურული კლუბის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

✉  litclub@iliauni.edu.ge
☏  5 77 72 20 16 

ბანერები