ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ”მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”

2010 წლის 18 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება”.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ზოოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი მზია კოხია, ჩეხეთის უნივერსიტეტის პროფესორი - ივან ჰადრიან ტუში, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მარატ ციცქიშვილი, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენლები და სხვანი.

ბანერები