ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მაღალმთიანი საძოვრების რეაბილიტაციისათვის: ნიადაგების მაკროფაუნა და ბიომრავალფეროვნება“

ენტომოპათოგენების შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით ჯგუფში 2011 წლის აპრილში დასრულდა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი - “მაღალმთიანი საძოვრების რეაბილიტაციისათვის: ნიადაგების მაკროფაუნა და მრვალფეროვნება“ (# GNSF/ST 08/2-372). პროექტის მიმდინარეობის პროცესში შემსრულებლების მიერ ორგანიზებული იყო საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა თემაზე „მაღალმთიანი ნიადაგების ბიომრავალფეროვნება“, რომლის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის, ჩეხეთის და რუსეთის (დაღესტანი) მეცნიერებმა. პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა თეზისები და საინფორმაციო ბუკლეტები სახელწოდებით: „საქართველოს მაღალმთიანი საძოვრები“ და „გადავარჩინოთ ჩვენი საძოვრები“. ბუკლეტები გავრცელდა აღნიშნული პრობლემით დაინტერესებულ სათანადო ორგანიზაციებში, მცირე ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.

პროექტის ფარგლებში კოხია მზიას ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „საქართველოს მაღალმთიანი საძოვრების ბიომრავალფეროვნება: მაკროედაფონის სტრუქტურა, კვება, მონიტორინგი“. თბილისი, 2011, გვ. 110, http://www.nplg.gov.ge/dlibrary/search.html?qs=M.kokhia&btn და 10 სამეცნიერო ნაშრომი.

პროექტის მიმდინარეობისა და ჩატარებული სამუშაოს შესახებ მასალები წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე.

ბანერები