ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში“

ღონისძიებები

23-24 ოქტომბერს ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება კონფერენცია „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ფორმისა და შინაარსის ძიებაში“.
კონფერენცის მიზანია, წინ წამოწიოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული დღემდე ნაკლებად გამოკვლეული თემები, კრიტიკულად გადაისინჯოს ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობისა და პირველი რესპუბლიკისადმი მიდგომის აქამდე წამყვანი მეთოდები და პერსპექტივები, რათა გამოიკვეთოს, რა ბარიერები და პოტენციალი არსებობს, როგორც ემპირიული მასალის, ისე თეორიის მხრივ, პირველი რესპუბლიკის სამომავლო კვლევისათვის.

კონფერენცია ინსტიტუტის წლიური პროექტის ნაწილია, რომელიც დარგთაშორის ჭრილში, დღემდე დომინანტური ისტორიოგრაფიული და პოლიტოლოგიური პრიზმის მიღმა, იკვლევს პირველი რესპუბლიკისთვის ფუნდამენტურ პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ თეორიულ ასპექტებს. 

დრო23-24 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები