ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი 2010 წელს შეიქმნა. ინსტიტუტის მიზანია ქართულ სამეცნიერო სივრცეში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიოში აპრობირებული კვლევითი მიდგომებით სამეცნიერო კვლევების წარმოება, ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევების გააქტიურება.

შედარებითი ლიტერატურა საშუალებას გვაძლევს, უფრო ინტენსიური, მრავალფეროვანი და მრავალწახნაგიანი გავხადოთ ლიტერატურის ინტერკულტურული კვლევები და ამ გზით დავძლიოთ კულტურული დახშულობა;
უფრო თავისუფალი, ზოგადი პოზიციიდან დავინახოთ როგორც მსოფლიო, ისე ქართული ლიტერატურულ-კულტურული სინამდვილე;
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მსგავსად, ქართული ლიტერატურის კვლევა წარვმართოთ ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ლიტერატურულ-კულტურული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური პროცესების აღქმა, გადააზრება, ურთიერთდაკავშირება;
გავიზიაროთ ის სააზროვნო და კულტურული გამოცდილება, რომლითაც სხვა ქვეყნები უმკლავდებიან ტრავმულ წარსულს ან სადღეისო გამოწვევებს კულტურულსა თუ სოციალურ სინამდვილეში;
ვეძებოთ თანამედროვე მსოფლიოსთან საქართველოს და ქართული კულტურის რეინტეგრაციის გზები.
ამ თვალსაზრისით, შედარებით ლიტერატურას, როგორც დისციპლინას, ქართულ სამეცნიერო, კულტურულ, საზოგადოებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

 

ბანერები