ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება: „ძალაუფლების მიკროფიზიკიდან ბიოპოლიტიკურ გუვერმენტალურობამდე“

17 აპრილს სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მორიგ სამეცნიერო კოლოკვიუმზე ტულუზის უნივერსიტეტის მაგისტრმა, ირაკლი დეკანოზიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ძალაუფლების მიკროფიზიკიდან ბიოპოლიტიკურ გუვერმენტალურობამდე".

გამომსვლელმა მიმოიხილა ჰეგელის აღიარების ცნება, შემდეგ კი იმსჯელა, თუ როგორ არის განვითარებული და რა როლს ასრულებს აღნიშნული ტერმინი ფუკოსა და ჰაბერმასის ფილოსოფიის პოლიტიკური ასპექტისათვის. მოხსენების ბოლო ნაწილი დაეთმო მსჯელობას, რატომ შეიძლება იყოს ფუკოსეული სტრატეგიული ინტერაქციისა და ჰაბერმასის კომუნიკაციური ქმედების ურთიერთშევსება სასარგებლო გამოსავალი.

ბანერები