ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი დაწესებულება, მიზნად ისახავს კვლევითი კომპონენტის ინტეგრირებას საუნივერსიტეტო სივრცეში. აქედან გამომდინარე, ინსტიტუტის კვლევით პროექტებში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. ფილოსოფიის ინსტიტუტი ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებით:
• პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა), სამართლისა და მორალის ფილოსოფია (პოლიტიკური ფილოსოფია, ადამიანის უფლებები), თანამედროვე სოციალური თეორიები;
• თანამედროვე ფილოსოფია (ენა, მეტაფიზიკა, პოსტმოდერნული თეორიები);
• რელიგიური დისკურსის კვლევა (თეოლოგიური და რელიგიურ ცნობიერებასთან დაკავშირებული ტექსტების თარგმნა, გამოცემა, ანალიზი).

ფილოსოფიური კვლევების პოპულარიზაციისთვის ფილოსოფიის ინსტიტუტი ხელს უწყობს როგორც არაფორმალური სადისკუსიო სივრცის განვითარებას („ფილოსოფიის კლუბი“), ასევე სამეცნიერო ფორუმის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ქართველი მკვლევარებისათვის სამეცნიერო დისკუსიის სივრცის შექმნას. კვლევით კომპონენტთან ერთად, ინსტიტუტის მუშაობა მოიცავს საჯარო ლექციების, სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით; ასევე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის განვითარების მიმართულებით.


საკონტაქტო ინფორმაცია
➳  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი F413 ; ჩოლოყაშვილის 3/5 თბილისი 0162
✉ phil.institute@iliauni.edu.ge

 

ბანერები