ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "არჩევნები და საარჩევნო კამპანია საქართველოში"

2011 წლის 24 ივნისს 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ”არჩევნები და საარჩევნო კამპანია საქართველოში”

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მოგვაწოდოთ მოხსენების ტექსტის სათაური და აბსტრაქტი 500 სიტყვის ოდენობით, ასევე ავტორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ელ-ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 ივნისი.


გთხოვთ, მასალები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: irachumburidze@yahoo.com

საკონტაქტო პირი - ირინა ჭუმბურიძე

ტელ.: 877 49 54 69.

ბანერები