ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

"მიხაკო წერეთელი ივანე ჯავახიშვილის შესახებ" - პრეზენტაცია

2015 წლის 20 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, გაიმართა ივანე ჯავახიშვილის იუბილისადმი მიძღვნილი წიგნის – "მიხაკო წერეთელი ივანე ჯავახიშვილის შესახებ" - პრეზენტაცია. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ: წიგნის რედაქტორი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მაცაბერიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ორი დიდი ღირსეული მამულიშვილის ურთიერთობის შესახებ; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა არაერთი საინტერესო ინფორმაცია გააცნო საზოგადოებას ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობიდან; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ო. ჯანელიძემ ეპოქა მიმოიხილა და მიხაკო წერეთლის პოლიტიკური ნააზრევის შესახებ ისაუბრა; წიგნის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს ფილოსოფიის დოქტორებმა გ. თევზაძემ და ვ. კეშელავამ. წიგნის რეცენზენტებმა - ისტორიის დოქტორებმა, მანანა დარჩაშვილმა და დავით სართანიამ, მადლობა გადაუხადეს ავტორს საინტერესო და საჭირო წიგნის წარმოდგენისთვის. დამსწრე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული წიგნის განხილვაში.

ბანერები