ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2000 წლის 27 იანვრის დადგენილებით, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი შეიქმნა აკადემიის სისტემაში არსებული ორი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების – საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრისა და ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის – შერწყმის საფუძველზე.

2006 წელს მიმდინარე რეფორმების შედეგად პოლიტოლოგიის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და წარმოადგენდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციას.

2010 წელს პოლიტოლოგიის ინსტიტუტი გადავიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში.

მალხაზ მაცაბერიძე - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

ბანერები