ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2010 წლის 10 სექტემბერს. ინსტიტუტში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები. ინსტიტუტში ხორციელდება მედიცინის სადოქტორო პროგრამა. მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი მუშაობს ორი - სასწავლო და სამეცნიერო - მიმართულებით.

სასწავლო მიმართულება
➢ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების დოქტორანტებს მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სთავაზობს შემდეგ სასწავლო კურსებს: კლინიკური ეპიდემიოლოგია და ბიოეთიკა, ნევროლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, კლინიკური ანატომია, ბიოტექნოლოგია. კურსები ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
➢  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს ინსტიტუტი სთავაზობს არჩევით სასწავლო კურსს: „პირველი გადაუდებელი დახმარების ზოგადი პრინციპები“.
აღნიშნულ სასწავლო კურსებს უძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორები.

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ეფედრონული ენცეფალოპათია - მანგანუმური პარკინსონიზმი, მისი სამედიცინო და სოციალური ასპექტები;
• ღეროვანი უჯრედებისა და ოსტეოპლასტიკური მასალების კომბინირებული გამოყენება ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების დროს;
• ძვლის ტვინის მეზენქიმიური ღეროვანი უჯრედების სამკურნალო როლი პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს;
• თავის და სახის მიდამოს ტკივილი და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხსა და შემეცნებით-შფოთვით აშლილობებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მენაბდე
 577 10 50 50
✉  giorgi.menabde@iliauni.edu.ge

მარინე ჯანელიძე
☏ 577 42 74 13
✉  marjaneli@yahoo.com

მიკა წვერავა
☏ 599 58 96 26
✉ mikheiltsverava@gmail.com

ქეთევან გოგილაშვილი
☏  599 50 11 91
✉ keti.gogilashvili@iliauni.edu.ge

ირაკლი ამირანაშვილი
☏  591 41 09 94
✉ irakli.amiranaSvili@iliauni.edu

ივანე აბიათარი
☏ 599 99 39 54
✉  abiatari@googlemail.com

ეკატერინე ბერიშვილი
☏  595 38 99 89
✉ eberishvili@gmail.com

ბანერები