ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მართვის ინსტიტუტი

მართვის ინსტიტუტი

აღწერა
მართვის ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე არსებული ერთეულია, რომლის მიზანია მართვის სფეროს და ბიზნესის მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევა; ორგანიზაციების მართვის პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, ცოდნის გავრცელება მართვის გაუმჯობესების პროგრამების, პროექტების, რეკომენდაციებისა და პუბლიკაციების სახით; სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანებისა და სასწავლო კურსების შექმნა.
მართვის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები ეყრდნობა სამეცნიერო და ბიზნესის კვლევების, კონფერენციების, სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას; ლოკალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში შემდგომი ინტეგრაციისათვის; 

საქმიანობის სფეროები:

  • კვლევა - ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევა, კორპორატიული ბიზნესკვლევა;
  • კონსულტაცია - მრგვალი მაგიდების ორგანიზება, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, ბიზნესკონსულტირება;
  •  ტრენინგი - მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების დანერგვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი 408 ოთახი
 IM@iliauni.edu.ge

ბანერები