ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიახლეები

2014

● 2014 წლის 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ჰონოლულუში (ჰავაი, აშშ) გაიმართა ბორის, ბორიდების და მონათესავე მასალებისადმი მიძღვნილი მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი (18th International Symposium on Boron, Borides and Related Materials, Aug. 31 to Sep. 5, 2014, Honolulu, Hawaii, USA). სიმპოზიუმზე მონაწილეობა მიიღო პროფ. ივანე მურუსიძემ. ბორის ნანომასალებისადმი მიძღვნილ სესიაზე მის მოხსენებაში - “On Electronic Energy Band Structure of Boron Flat Sheet (ბორის ბრტყელი ფურცლის ელექტრონული ზონური სტრუქტურის შესახებ) - წარმოდგენილი იქნა გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში ბორის ნანოსისტემების და დაბალგანზომილებიანი სტრუქტურების კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვან შედეგი.

სიმპოზიუმს დიდი ტრადიცია აქვს და პერიოდულად იმართება 1959 წლიდან. ამჯერად ISBB 2014-ის ორგანიზატორი იყო ჰავაის უნივერსიტეტი – ოკეანისა და დედამიწის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის, ჰავაის უნივერსიტეტის ფონდისა და ჰავაის უნივერსიტეტის კვლევითი კორპორაციის სახით; ხოლო სპონსორები იყვნენ კორპორაცია ბორაქსი (U.S. Borax Inc., Rio Tinto Minerals), ამერიკის კერამიკოსთა საზოგადოება (ACerS), ეტიმაინი (Etimine, USA, Inc.), ტექნოდიამანტი (Technodiamant, ნიდერლანდები), ნეცში (Netzsch Group, გერმანია), ბრუკერი (Bruker Corporation) და სხვ. სიმპოზიუმზე მონაწილეობდნენ აშშ-ის, ევროპის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მკვლევრები წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან და უნივერსიტეტებიდან. სიმპოზიუმმა განიხილა და შეაჯამა ბორისა და ბორშემცველი მასალების მიღების მეთოდების დამუშავებაში, მათი ფიზიკური თვისებების გამოკვლევასა და ტექნოლოგიურ გამოყენებაში დღეს მიღწეული პროგრესი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც უკანასკნელ ხანებში ძალზე სწრაფად ფართოვდება ბორის ნაერთებისა და კომპოზიტების, მათ შორის ამ მასალების ნანოსტრუქტურული ფორმების, გამოყენების სფერო.

ამ წარმომადგენლობით ფორუმზე ჩვენი მონაწილეობა წარმოადგენს, ერთი მხრივ, ჩვენი კვლევების მნიშვნელობის აღიარებას და, მეორე მხრივ, მათი შემდგომი გაფართოების საშუალებას. კვლევები ხორციელდება პროფ. ლ. ჩხარტიშვილთან თანამშრომლობით (სტუ, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი).

● 2014 წლის ინდუსტრიული და გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოების ( Society for Industrial and Applied Mathematics - SIAM) ყოველწლიურ შეკრებაში (2014 SIAM Annual Meeting, Chicago, IL, USA, July 7-11, 2014) მონაწილეობა მიიღო ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ თუთბერიძემ ნაშრომით "Investigation and Numerical Solution of Initial-Boundary Value Problem to One Nonlinear Parabolic Equation". SIAM-ის ყოველწლიური მიტინგი ერთად კრებს პროფესიონალთა ფართო საზოგადოებას გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტინგის დარგში. ის კარგი საშუალებაა შედეგების კომუნიკაციის, აპრობაციის და კვლევის გაღრმავებისათვის ამ მიმართულებით.

2013

ჩატარდა თერმოექსრტრემოფილი არქებაქტირიებით ოქროს ნანონაწილაკების სინთეზის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები. ბაქტერიები კულტივირებული იქნა სპეციალურ მაღალტემპერატურულ ინკუბატორში (≈ +80 °C). ეს ექსპერიმენტები არის ინსტიტუტის პროექტის - “Methods of nanoparticle production using extremophiles”, STCU Project №4744 - ნაწილი, რომელიც ხორციელდება დოქტორ თამაზ ყალაბეგიშვილისა და პროფესორ ივ. მურუსიძის ხელმძღვანელობით. მადლიერებით აღვნიშნავთ პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) ლაბორატორიის ხელმძღვანელის, არქეას ვირუსოლოგიის აღიარებული ექსპერტის, ბატონი დავით ფრანგიშვილის დახმარებას, რომელმაც მოგვაწოდა არქებაქტერიის Sulfolobus islandicus შტამი. ექსპერიმენტები ხორციელდება გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

2012

პროფ. ივ. მურუსიძემ ხელი მოაწერა საავტორო ხელშეკრულებას გამომცემლობასთან Taylor & Francis, რომლის მიხედვითაც თანაავტორთან გამოსაცემად მოამზადა წიგნი: "Boron Nitrides: Syntheses, Properties, and Applications".

ბანერები