ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საჯარო ლექცია: „კავკასია და სასანური მონეტები"

ღონისძიებები

13 იანვარს, შაბათს, 14.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201 აუდიტორიაში ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ძველი კულტურების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი ნიკოლაუს შიდლერი (Nikolaus Schindel, Austrian Academy of Sciences, Institute for the Study of Ancient Culture, Faculty Member) წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კავკასია და სასანური მონეტები”.

სასანური ირანისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთკავშირების ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვან სფეროს აღნიშნულ ეპოქაში რეგიონის ნუმიზმატიკური ისტორია წარმოადგენ. ეს გულისხმობს კავკასიაში როგორც სასანური მონეტების მიმოქცევას, ასევე სასანური ტიპის მონეტების მოჭრას. მოხსენება სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება. 

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 13 იანვარი, 14.00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3)

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები