ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კორეის კვლევები

კორეის კვლევები

საქართველო და კორეა: ისტორიული გამოცდილების პარალელები

პროექტი Georgia and Korea: Parallels in the Historical Experience of Colonialism, Struggle for Independence, Liberation and State Building ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეა) მიერ. პროექტი დაფინანსებულია კორეის კვლევების აკადემიის მიერ (Academy of Korean Studies). პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო კორეაში და კორეის საელჩო საქართველოში. 

პროექტის ფარგლებში მომზადდება და ჰანკუკის უნივერსიტეტში პირველად დაინერგება საქართველოს კვლევების სასწავლო მოდული (ენის კურსები, ცივილიზაციის ისტორია), ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ანალოგიური ფორმატის კორეის კვლევების მოდული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნება კორეის კვლევების ცენტრი. პროექტში ჩართული ქართველი და კორეელი პროფესორების მონაწილეობით სეულსა და თბილისში გაიმართება სამი საერთაშორისო კონფერენცია, გამოიცემა ერთობლივი სამეცნიერო კრებულები, მომზადდება მასალები და სახელმძღვანელოები სასწავლო მოდულებისთვის. 

ბანერები