ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი

ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი

ინსტიტუტის მიზნები:

  • ენერგეტიკის და მისი მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა; ენერგეტიკის და მომიჯნავე დარგებში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ღრმა შესწავლა და საქართველოში მათი დანერგვის ხელშეწყობა; 
  • ენერგეტიკის სფეროში განათლების პროცესის სამეცნიერო უზრუნველყოფა და ენერგეტიკული ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანების, სასწავლო კურსებისა და ქრესტომათიების შექმნა;
  • სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების კვლევითი უზრუნველყოფა.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • საქართველოს და საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიების კვლევა. ენერგეტიკის გრძელვადიანი დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი; 
  • ენერგეტიკის, გარემოს, ეკონომიკისა და სოციალური სისტემების ურთიერთქმედებისა და მდგრადი განვითარების საკითხების კვლევა სისტემური დინამიკის მეთოდების გამოყენებით. მდგრადი განვითარების კრიტერიუმებისა და პირობების კვლევა. 
  • მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევა. მათი განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო გარემოს ინფორმაციული და საექსპერტო-კვლევითი უზრუნველყოფა; 
  • ინოვაციური ახალი მიმართულებების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა; 
  • ენერგეტიკული ბაზრების, კონკურენციისა და რეგულირების საკითხების კვლევა. ენერგეტიკული ბაზრების მოწყობა, ლიცენზირება და სატარიფო რეგულირება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ჩოლოყაშვილის 3/5, E 219
☏ 599574247
murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

ბანერები