ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეიქმნა 1991 წლის 28 მარტს დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევისა და სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრების გაერთიანების საფუძველზე. 2009 წლის ივლისიდან ინსტიტუტი აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები  საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. ინსტიტუტის მიზანია:

  • სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
  • ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობისთვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
  • ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებაში/გადამზადებაში მონაწილეობის მიღება.

2. ინსტიტუტი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიძიოს ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის საჭირო დამატებითი შემოსავლები.

ინსტიტუტის საქმიანობის აღწერა

ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობის ძირითადი საგანია:

  • დემოგრაფიული და სოციოლოგიური პრობლემების კვლევა,  მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა შესწავლა და ანალიზი;
  • დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება;
  • სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და მიმართულებების შესწავლა და დემოგრაფიული პროგნოზების შემუშავება;
  • დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებზე საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა და სამეცნიერო ექსპერტიზა;
  • მოსახლეობის აღწარმოების პროგრამულ-მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საზღვარგარეთის ქვეყნების სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შესწავლა;
  • მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების დონის ამაღლებისათვის სათანადო ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარების ხელშეწყობა;
  • ერთიანი სახელმწიფო სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის შემუშავება;
  • რეგიონული და ეთნოდემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
  • მიგრაციისა და განსახლების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
  • დემოგრაფიული ქცევის თავისებურებათა შესწავლა;
  • მოსახლეობის დასაქმების სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების კვლევა;
  • ოჯახის სოციალურ-დემოგრაფიული ტრანსფორმაციის საკითხების შესწავლა;
  • ოჯახის სოციოლოგიის პრობლემების კვლევა;
  • სოციალიზაციის, სოციალური იდენტურობის და სოციალურ-კულტურულ ფასეულობათა თავისებურებების შესწავლა;
  • სოციოკულტურული განვითარების პრობლემების კვლევა;
  • სოციალურ-დემოგრაფიული სტრუქტურის ევოლუციის შესწავლა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ინსტიტუტის დირექტორი – ავთანდილ სულაბერიძე
avtandil.sulaberidze@iliauni.edu.ge;  
sulaberidzeavtandil@gmail.com
☏ 599 965373; 595 093709
დირექტორის მოადგილე – ვანო შუშტაკაშვილი
☏  595790079 

ბანერები