ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ოთხი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან:

  • სეისმური მონიტორინგის ცენტრი;
  • გეოლოგიის დეპარტამენტი;
  • გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი;
  • გეოგრაფიის დეპარტამენტი;
  • სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი ერთადერთი ეროვნული დაწესებულებაა, რომელიც სეისმური აქტივობისა და მიწისძვრათა შესახებ აგროვებს მონაცემებს. ცენტრის შემადგენლობაშია 20 რეგიონული ციფრული სეისმური სადგური და ორი ადგილობრივი - ცენტრალური კავკასიისა და ჯავახეთის ზეგნის – ქსელი. სეისმური მონიტორინგის ცენტრი ონლაინ-რეჟიმში იღებს მონაცემებს სეისმური სადგურებიდან და აფასებს სეისმური აქტივობის საშიშროებებს.

გეოლოგიის დეპარტამენტი სწავლობს კავკასიის რეგიონის გეოლოგიურ პრობლემებს. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: რეგიონის აქტიური ტექტონიკა და აქტიური ვულკანიზმი კავკასიის რეგიონში.

გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი სწავლობს გეოფიზიკურ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო და არქეოლოგიურ სამუშაოებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

➳ შ. ნუცუბიძის ქ. 77, 0177,
თბილისი, საქართველო
☏ (+995 32) 231 76 24
earthscience@iliauni.edu.ge
www. ies.iliauni.edu.ge

ბანერები