ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში

2017 წლის 11-13 ოქტომბერს ბოტანიკის ინსტიტუტში პროექტის „მექანიზმების შემუშავება მცენარეთა მრავალფეროვნების კონსერვაციისთვის ამიერკავკასიაში, მე-2 ფაზა“ ფარგლებში გაიმართა შუალედური ვორკშოპი. მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები პროექტში ჩართული ქვეყნებიდან: საქართველო, გერმანია, აზერბაიჯანი და სომხეთი.

ვორკშოპის მონაწილეებმმა წარმოადგინეს კვლევები, რომლებიც ეხებოდა ამიერკავკასიაში გავრცელებული მცენარისა და ხავსების სხვადასხვა გვარის გენეტიკურ და მორფოლოგიურ მრავალფეროვნებას. ასევე მოხდა ბერლინის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის (BGBM) მკვლევრების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი კავკასიის მცენარეთა ტაქსონომიის მონაცემთა ბაზის ვებგვერდის http://caucasus.e-taxonomy.net/ დემონსტრირება.

ვორკშოპის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია. ექსკურსიის დროს უცხოელი სტუმრებისთვის ჩატარდა საველე პრეზენტაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა პროექტის კვლევითი გუნდისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გავრცელებული მსხლის ენდემური სახეობების გაცნობას.

პროექტი მიზნად ისახავს ამიერკავკასიაში გავრცელებული მცენარის ტაქსონომიურად მოუწესრიგებელი გვარების მორფოლოგიურ და გენეტიკურ კვლევას და პროექტში მონაწილე ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებსა და ინსტიტუტებში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის დანერგვას. პროექტი მთავრდება 2018 წელს.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები