ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოტანიკის ინსტიტუტი

ბოტანიკის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი – საქართველოს მთავარი ბოტანიკური დაწესებულება – დაარსდა 1933 წელს თბილისის ბოტანიკური ბაღის განყოფილებების საფუძველზე.

ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების ყოველმხრივი – სისტემატიკური, ბოტანიკურ-გეოგრაფიული, გეობოტანიკური (ფიტოსოციოლოგიური), სტრუქტურულ-ბოტანიკური, ეთნობოტანიკური, ეკონომიკურ-ბოტანიკური _ შესწავლა; ბუნებრივი მცენარეული რესურსების გამოვლენა, მათი დაცვისა და მდგრადი გამოყენების მეცნიერული საფუძვლებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების დამუშავება.
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმის (საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმის) –
    მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მდიდარი დოკუმენტაციური ფონდის – მდგრადი განვითარება.
  • საქართველოს ნიადაგების მიკროფლორის შესწავლა; ნიადაგიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცენტ მიკროორგანიზმთა გამოყოფა და ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური გამოკვლევა; დეგრადირებული მიწების ნაყოფიერების აღდგენის რეკომენდაციების დამუშავება.
  • მცენარის გამძლეობისა და პროდუქტიულობის ფიზიოლოგიური საფუძვლების შესწავლა. მონაწილეობა ბუნებისდაცვით პროექტებსა და დიდი მშენებლობების ეკოლოგიურ ექსპერტიზაში და სხვ.

 ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი: შალვა სიხარულიძე, ასოცირებული პროფესორი



        საკონტაქტო ინფორმაცი

➳ 0105, თბილისი,საქართველო
ბოტანიკური ქუჩა #1
☏ +995 32 272 08 10
✉ shalva.sikharulidze@iliauni.edu.ge 

ბანერები