ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აკრედიტებულ პროგრამებზე

ახალი ამბები

ბაგა-ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსებისა და ყველა იმ ადამიანისათვის, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი განათლების სფერო აინტერესებთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ პროგრამებზე: 

  •  „ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ 
  • „ადრეული ინკლუზიური განათლება“ 
  • „დაკვირვება და შეფასების მეთოდები / პორტფოლიოს წარმოება“
  • „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება ადრეულ ასაკში“ 

თითოეული კურსის მოცულობა შეადგენს 3 კრედიტს  – 45 საკონტაქტო საათს. 

ლექციები ჩატარდება დღის მეორე ნახევარში, კვირაში 2-ჯერ, სამუშაო დღეებში. 

სწავლის საფასური თითოეულ კურსზე: 200 ლარი

მსურველებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: preschoolcenter@iliauni.edu.ge  ან 10:00-დან 18:00 საათამდე სამუშაო დღეებში მოიტანონ მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან). 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის  29 იანვარი. 

მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად. შესაძლებელია რამდენიმე კურსზე ერთდროულად დარეგისტრირება, ამისთვის იხილეთ თითოეულ მოდულზე ლექციების განრიგი. 

N

ტრენინგის დასახელება

სალექციო დღეები

ლექციის დრო

სწავლის საწყებისა და დასრულების თარიღები

1

„ადრეული განათლების მეთოდოლოგია“ 

ორშაბათი

ხუთშაბათი

18:00 – 21:00

დასაწყისი: 03 თებერვალი

დასასრული: 26 მარტი

2

„ადრეული ინკლუზიური განათლება“

ოთხშაბათი

პარასკევი

18:00 – 21:00

დასაწყისი: 05 თებერვალი

დასასრული: 27 მარტი

3

„დაკვირვება და შეფასების მეთოდები/ პორთფოლიოს წარმოება“

ორშაბათი

ხუთშაბათი

18:00 – 21:00

დასაწყისი: 03 თებერვალი

დასასრული: 26 მარტი

4

„სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება ადრეულ ასაკში“ 

ოთხშაბათი

პარასკევი

18:00 – 21:00

დასაწყისი: 05 თებერვალი

დასასრული: 27 მარტი


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: 593 62 34 10; 555 29 33 15

ბანერები