ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო პროექტები

ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტები

ადიქციის კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადიქტოლოგიის ცენტრი, ჰამბურგის უნივერსიტეტის ადიქციის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი, ისრაელის ბენ ჰურიონის უნივერსიტეტის ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარების კვლევის ცენტრი და ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოება.

2017 წელს ადიქციის კვლევების ინსტიტუტმა დაასრულა ევროკომისიის მხარდაჭერით TEMPUS-ის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე პროექტი ''Developing Institutional Mechanisms for Addictology Education in Georgia'' (ADDIGE), რომელშიც ჩართული იყო ოთხი ქართული და სამი ევროპული (ჩარლზის, ჰამბურგის და იაგელონიური) უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და 2015 წლიდან ამოქმედდა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა; ასევე დაიწყო მუშაობა და ამჟამად მომზადების პროცესშია უწყვეტი ადიქტოლოგიური განათლების პროფესიული კურსები; პროექტის ფარგლებში განხორციელდა კვლევათა მთელი რიგი (ადიქტოლოგიის ეროვნული სტანდარტები საქართველოში, ადიქტოლოგიის საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს ნარკოვითარების ანალიზი (ინგლისურ ენაზე: http://altgeorgia.ge/2012/myfiles/DRUG%20ENG%20green.pdf; ქართულ ენაზე: http://altgeorgia.ge/2012/myfiles/DRUG%20GEO%20green.pdf) და ა.შ. პროექტის ფარგლებში უცხო ენიდან ქართულად ითარგმნა და გამოიცა დარგის თანამედროვე პროფესიული პუბლიკაციები:

მილერი, უ. რ., როლნიკი, ს. (2013 – ინგლისურენოვანი გამოცემა, 2017 – ქართულენოვანი) მოტივაციური ინტერვიუირება. დავეხმაროთ ადამიანებს, შეიცვალონ;

ლუისი, ჯ. ა., დანა, რ.ქ., ბლევინსკი, გ.ა. (2007, 2011 – ინგლისურენოვანი გამოცემები, 2017 – ქართულენოვანი). კონსულტირება ნივთიერებათა ავადმოხმარებისას;

დობსონი, დ., დობსონი, ქ.ს. (2013 – ინგლისურენოვანი გამოცემა, 2017 – ქართულენოვანი). მტკიცებულებაზე დაფუძნებული კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის პრაქტიკა;

ჯანმო (2010 ინგლისურ ენაზზე, 2017 – ქართულ ენაზე). ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნივთიერების მოხმარების სკრინინგ-ტესტი ASSIST;

ჯანმო (2010 – ინგლისურენოვანი გამოცემა, 2017 – ქართულ ენაზე). თვითდახმარების სტრატეგიები ნივთიერების მოხმარების შემცირების ან შეწყვეტისთვის – გზამკვლევი;

ჯანმო. (2010 - ინგლისურენოვანი გამოცემა, 2017 - ქართულენოვანი). ხანმოკლე ინტერვენცია - ASSIST-თან ბმული ხანმოკლე ინტერვენცია ნივთიერების სახიფათო და საზიანო მოხმარებისას;

ჯანმო (2009 – ინგლისურენოვანი გამოცემა, 2017 – ქართულენოვანი). ოპიოიდური დამოკიდებულების ფსიქოსოციალურ დახმარებასთან კომბინირებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის სახელმძღვანელო.

2016 წლიდან მიმდინარეობს თანამშრომლობა ისრაელის ბენ ჰურიონის უნივერსიტეტთან, სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებული ქცევის პატერნების შესწავლაზე მიმართული კვლევის ფარგლებში;

2018-2019 წლებში ინსტიტუტი ითანამშრომლებს ჰამბურგის უნივერსიტეტის ადიქციის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრთან არასრულწლოვანებში დელინქვენტური ქცევის პრევენციის საკითხებზე.

 

ბანერები