ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადიქტოლოგიის ინსტიტუტი

ადიქტოლოგიის ინსტიტუტი

ადიქციის კვლევების ინსტიტუტის მისიაა ქვეყანაში დამოკიდებულების (ადიქციის) პრობლემაზე საპასუხოდ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომებისა და მეთოდების დანერგვა-განვითარების ხელშეწყობა კვლევის, ბი- და მულტილატერალური თანამშრომლობის პროექტებისა და სპეციალისტების აღზრდაზე მიმართული მუშაობის გზით. 

მისიის განსახორციელებლად ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადიქტოლოგიის დარგის წამყვან აკადემიურ ინსტიტუციებთან, როგორებიცაა: პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ადიქტოლოგიის ცენტრი, ჰამბურგის უნივერსიტეტის ადიქციის ინტერდისციპლინური კვლევის ცენტრი, ისრაელის ბენ ჰურიონის უნივერსიტეტის ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარების კვლევის ცენტრი და ევროპის ფსიქოტრავმის კვლევის საზოგადოება. ინსტიტუტს მჭიდროდ თანამშრომლობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის კვლევების დარგში ისეთ ადგილობრივ რესურსორგანიზაციებთან, როგორებიცაა დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“ და ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში. გარდა ამისა, ინსტიტუტი თანამშრომლობს ნარკოტიკების პრობლემის მართვაზე მომუშავე ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის – იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან.

ინსტიტუტის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ქვეყნის ნარკოვითარებაზე სანდო მონაცემების უზრუნველყოფა კვლევების, ნარკოვითარების მონიტორინგისა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გზით;
  • კადრების მომზადება ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამისა და ხანმოკლე პროფესიული კურსების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების გზით;
  • ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა დამოკიდებულების პრობლემაზე სამუშაოდ შესაბამისი პროექტების ინიცირების გზით.


საკონტაქტო ინფორმაცია:

➳ ჩოლოყაშვილის 3/5,
    ილიაუნის E 238 ოთახი;
✉ darejan.javakhishvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები