ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

4D ინსტიტუტის მიმდინარე კვლევები

2014-2018 წლები (არასრული სია)

ინსტიტუტის კვლევითი პროექტებიდან შემუშავდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო თემები. თემებზე მომუშავე სტუდენტები იქნება ინსტიტუტის ძირითადი ძალა.

• სვანური კოშკების პოლიტიკური, სოციალური და ლანდშაფტური წინაპირობები;
• ზემო იმერეთის ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის ნადირობის სისტემის რეკონსტრუქცია;
• თუშეთის, როგორც არქეოლოგიური საიტის, აღწერა;
• საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შინაური ცხოველების არსებობის და გამრავლების გენეტიკური, ისტორიული და ანთროპოლოგიური ფაქტორები;
• განწყობის ფსიქოლოგიის „გადმოტანა“ თანამედროვე სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების დისკურსში;
• მალაის არქიპელაგის მეგა-მრავალფეროვნება (ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული ცოდნა);

გარდა ამისა, ინსტიტუტის კვლევითი თემა იქნება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მოდელირება 4D კვლევის პერსპექტივიდან.

ბანერები