ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

4D კვლევითი ინსტიტუტი

4D ინსტიტუტი

4D კვლევის ინსტიტუტი ინტერდისციპლინარული კვლევების ინსტიტუტია, რომელიც მიზნად ისახავს, გარემოსა და საზოგადოების თანამედროვე პრობლემები იკვლიოს კვლევის ყველა არსებული მეთოდით და არ ჩაიკეტოს ერთ რომელიმე მეცნიერებასა თუ მიმართულებაში. 4Dimension-ში იგულისხმება არსებული მეცნიერების 4 ძირითადი მიმართულება: ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო და ზუსტი. 

გარემოსა და საზოგადოების თანამედროვე საკითხები და პრობლემები ისე რთულდება, რომ შეუძლებელია მათზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პასუხის გაცემა ერთი რომელიმე მეცნიერების პერსპექტივიდან. ამიტომ თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო და უფრო ინტერდისციპლინარული ხდება. 4D კვლევის ინსტიტუტის მიზანია, ეს მიმართულება მეთოდოლოგიურად მდგრადი გახადოს: 4D კვლევა არის მიდგომა, რომელიც ასწავლის კოლაბორაციას, პრობლემების გადაწყვეტას, ასევე, იმას, რომ ყოველი კონკრეტული მეცნიერება, საბოლოო ჯამში, მეთოდია და მხოლოდ მეცნიერებების (მეთოდების) გაერთიანება იძლევა სრულ სურათს.
4D კვლევითი ინსტიტუტის მიზანია მოახდინოს კონკრეტული მეცნიერების რე-ფოკუსირება, როგორც კონკრეტული კვლევის მეთოდისა, და შეიმუშაოს „დიდ კითხვებზე“ პასუხის მეთოდოლოგია.

ბანერები