სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი „კაზუსის ამოხსნის მეთოდი სამოქალაქო სამართალში“

ღონისძიებები

22 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C414 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლისა და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით, ჩატარდება ტრენინგი: „კაზუსის ამოხსნის მეთოდი სამოქალაქო სამართალში“. ტრენინგს გაუძღვება ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ვაშაკიძე. 

ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/8prk5Y

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 40 სტუდენტს.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ვაშაკიძეს 2014 წელს, ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მიერ magna cum laude შეფასებით, მიენიჭა სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია სადოქტორო დისერტაციისათვის საერთაშორისო კერძო სამართალში. იგი არის ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სამართლის დოქტორი. ბრიტანეთში, გერმანიასა და საქართველოში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია და ორი კვლევითი მონოგრაფია. ასევე, არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (USAID-PROLoG) მიერ გამოცემული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარების სამეცნიერო რედაქტორი და თანაავტორი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი

დრო: 22 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: C414 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები