სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზაფხულო სკოლა: „კონსტიტუციური სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

19-28 ივლისი

19-21 ივლისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

22-28 ივლისი: სასტუმრო „ყაზბეგი რუმსი“, სტეფანწმინდა

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 22 ივნისის 24.00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge

სავალდებულო მოთხოვნები:

  • დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე კურსდამთავრებული;
  • თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენასა და სამართალში.

პროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისსა (19-21 ივლისის პერიოდში) და სტეფანწმინდაში, სასტუმროში „ყაზბეგი რუმსი“ (22-28 ივლისი). კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელი პირობებით.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კონსტიტუციონალიზმი და კანონის უზენაესობა: თანამედროვე გამოწვევები;
  • კონსტიტუციური კონტროლის განვითარება და თავდასხმა უფლებებზე: ევროპული გამოცდილება;
  • დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტები: ადამიანის უფლებების დარღვევები და რეაგირების ეფექტური მექანიზმები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მიერ პროპორციულობის ტესტის გამოყენება;
  • „რთული საქმეები“ საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან; ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში; რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება; თანასწორობა.

საზაფხულო სკოლა გაიხსნება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ანდრაშ შაიოს საჯარო ლექციით.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოქმედი დაყოფილი წევრები, მოწვეული პროფესორები დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

საქართველო, თბილისი
ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
ტელ.: +9955 (77) 553391
(+995 32) 222 00 09 (304)
ელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე

ბანერები