სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორი კონსტანტინე ჩოკორაია ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე ჩოკორაიამ ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში წაიკითხა საჯარო ლექცია „კონსტიტუციის შემუშავების პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში, აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილება“. ლექციას დაესწრნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

მომხსენებელმა განიხილა კონსტიტუციის შემუშავების პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში, აქცენტი გაკეთდა საქართველოს გამოცდილებაზე, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების სისტემების თავისებურებებზე, ძირითადი კანონის წერის პროცესში პოლიტიკური პროცესების გავლენებსა და დემოკრატიული კონსესუსის არარსებობის პრობლემებზე. ვიზიტის ფარგლებში დისკუსია გაიმართა აგრეთვე ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პოლიტიკის დეპარტამენტის პროფესორებთან.


ბანერები