სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გვჭირდება თუ არა ინკლუზია საგანგებო მდგომარეობისას?

ღონისძიებები

7 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით დისტანციურ რეჟიმში, პლატფორმის Zoom მეშვეობით, გამართავს დისკუსიას თემაზე: გვჭირდება თუ არა ინკლუზია საგანგებო მდგომარეობისას? 

2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. Ასვე რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო იმ ჯგუფების იდენტიფიცირებისა და დახმარებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. 

მომხსენებელი: ლელა აქიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში 

მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

დრო: 7 აპრილი, 19:00-20:30 საათი 

* ყველა ღონისძიება გაიმართება Zoom-ის მეშვეობით.

* ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://tinyurl.com/uw2z8s8  

დისკუსია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, დისტანციური დისკუსიების სერიის „ადამიანის უფლებები პანდემიის დროს“ ფარგლებში. 

ბანერები